აჭარის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ბულგარეთში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში ჩატარდა ტურნირი “შავი ზღვა 2023”, სადაც აჭარის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები მონაწილეობდა.
გოგონებმა ფინალში ლატვიის “ლიმბაზა”-სთან დათმეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
ტურნირში მონაწილეობდნენ გუნდები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და ლატვიიდან.