ტარას შევჩენკოს ლექსებისა და პოემების კრებული „ფიქრნო ჩემნო…“ უკრაინულ და ქართულ ენებზე გამოიცა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ტარას შევჩენკოს ლექსებისა და პოემების კრებული „ფიქრნო ჩემნო…“ უკრაინულ და ქართულ ენებზე გამოსცა.

კრებული შეადგინა, უკრაინულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო რაულ ჩილაჩავამ.

ჩემი ცხოვრების ისტორია ჩემი ქვეყნის ისტორიის ნაწილს შეადგენს“, – ტარას შევჩენკოს ამ სიტყვებით იწყებს კრებულის შესავალ სიტყვას რაულ ჩილაჩავა.

მთარგმნელი წინასიტყვაობაში დიდი უკრაინელი პოეტის, პროზაიკოსისა და ასევე ძალიან საინტერესო მხატვრის, ტარას შევჩენკოს ბიოგრაფიასა და შემოქმედებით გზას აღწერს.

კრებულს ილუსტრაციების სახით პოეტის ნახატები ერთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები