ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს:
“საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:
საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166″, 0 ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.