საჭადრაკო ოლიმპიადაზე 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა
ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა ნიდერლანდების ეინდჰოვენში დასრულებულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
სასტარტო რეიტინგსიაში 35-ე ნომრად განთესილმა საქართველოს გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩინეთი გავიდა, მეორე – თურქეთი, მესამე – საბერძნეთი და მეოთხე – ყაზახეთი.
საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ასპარეზობდნენ:
ლუკა კილაძე- 6,5 ქულა; ლუკა კილაძე – საქართველოს ნაკრების ლიდერი ახალგაზრდულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე. ლუკამ 9-იდან 6,5 ქულა დააგროვა და 175 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს. ლუკას მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა გახლავთ.
ნიკოლოზ შამათავა – 4,5 ქულა; ნიკოლოზ შამათავა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჭაბუკთა მეორე დაფა. ნიკოლოზმა 9-იდან 4,5 ქულა დააგროვა და 88 სარეიტინგო ქულა მოიმატა. ნიკოლოზის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა გახლავთ.
ანასტასია კირთაძე – 5,5 ქულა; ანასტასია კირთაძე – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჭაბუკთა მესამე დაფაზე ასპარეზობდა. ანასტასიამ 9-იდან 5,5 ქულა დააგროვა და 79 სარეიტინგო ქულა მოიმატა. ანასტასიას მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ.
კესარია მგელაძე – 6,5 ქულა; კესარიამ 9-იდან 6,5 ქულა დააგროვა და 120 სარეიტინგო ქულა მოიმატა. კესარიას მწვრთნელები: საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ მანაგაძე.
გუნდის მწვრთნელი – დავით ზარქუა