ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებული შტატების ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ტოპ ხუთეულშია

მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში ტოპ ხუთეულშია და კვლავ პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში თავად წერს.

“ღმერთო❤️ტოპ ხუთეულში ვარ პირველ ადგილზე! მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას! არ ვიცი! რა ვთქვა❤️ფინალისტების ჯგუფი გამოვლინდება 24 აგვისტოს, ხმის მიცემას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ❤️

https://theopenact.com/2023/nini ეს ახალი ლინკია, საიდანაც შეგიძლიათ ხმის მიცემა ❤️🥹.”

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჯერ ამერიკის რეზიდენტი არა არის, კონკურსს თათია კობალაძე გამოეთიშა, თუმცა მას ძალიან მალე ამერიკულ ნიჭიერში ვიხილავთ.

მანამდე კი ვუგულშემატკივროთ ნინი შერმადინს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად დადგება სცენაზე და იმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები