ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ექვსი მედალი მოიპოვეს

Medalists at Taekwondo at European Para Championships in Ahoy, Rotterdam on 15 August 2023

როტერდამში, ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე, ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართა, ადაც გიორგი ხიზანიშვილი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ვერცხლის მედალს კი გოგა ხახალაშვილი დაეუფლა. შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლები ლია ჩაჩიბაიამ, ანა ჯაფარიძემ, გიორგი ნიკოლაძემ და სანდრო მეგრელიშვილმა მოიპოვეს.

საქართველოს პარანაკრების ანგარიშზე სულ 13 მედალია (პარაძიუდოში შვიდი მედალი). საერთო ჩათვლაში ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 სპორტსმენით მონაწილეობს.

დღეს ევროპის პარაჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას როტერდამში საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ოთხი  წევრი დაიცავს – იგორ დენისენკო (-80 კგ), დავით მაქაძე  (აბსოლუტური), გელა ზარქუა (-80 კგ) და ანდრეი სლებცოვი (-80 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები