საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში 2 მედალი მოიპოვა

ლიეტუვაში, ქალაქ ტრაკაიში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი აკადემიურ ნიჩბოსნობაში, სადაც 9 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე ჩვენი გუნდი წარდგენილი იყო 3 სპორტსმენით, რომლებმაც 2 მედალი მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.

გიორგი კანთელაძე ერთ ადგილიანი ნავი (1x) ოქროს მედალი, ხოლო ორ ადგილიანი ნავით (2x) გიორგი კანთელაძე დავით ლაშქარეიშვილთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ ზურაბ კინტირაიამ ტრამის გამო მე-7 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

ნაკრების მწვრთნელი ნიკოლოზ მიქაუტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები