საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებულია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგური ოთხთა ტურნირის “თბილისის საერთაშორისო თასის” გამარჯვებულია.

ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ფინალში მონტენეგროს ნაკრებს ანგარიშით 84:79 სძლიეს. პირველი ტაიმი ქართველმა სპორტსმენებმა 45:39 მოიგეს. მეორე ნახევარშიც საქართველოს ნაკრებმა სხვაობა შეინარჩუნა და 84:79 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია რომ ქართველმა კალათბურთელებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები