IMC 2023-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა 4 ვერცხლის მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს
მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე (IMC 2023) თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა კვლავ კარგი შედეგი აჩვენეს ინდივიდუალური შედეგების მიხედვით, სტუდენტებმა 4 ვერცხლის მედალი და ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს:
• ნიკა გლუნჩაძე, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 44 ქულა, ვერცხლის მედალი
• ლუკა მაჭარაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 42 ქულა, ვერცხლის მედალი
• დავით ხვედელიძე, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 42 ქულა, ვერცხლის მედალი
• დემეტრე გელაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 41 ქულა, ვერცხლის მედალი
• ირაკლი ხუციშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი – 17 ქულა, საპატიო სიგელი
გუნდის მწვრთნელი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების კურატორი და პროფესორი, გიორგი არაბიძე.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისათვის წარსადგენ ამოცანათა შერჩევაზე დიდი კონკურსია და შარშან პირველად მოხვდა ქართული ამოცანა ოლიმპიადაზე, რომლის ავტორი სწორედ გიორგია. მისი შედგენილი ამოცანა წელსაც, უკვე მეორედ მოხვდა ოლიმპიადაზე წარდგენილ ამოცანებს შორის.
მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა 1-6 აგვისტოს ქალაქ ბლაგოევგრადში (ბულგარეთი) ჩატარდა. აღნიშნული ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სტუდენტური გუნდები მსოფლიოს თითქმის ყველა წარმატებული ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. წელს 70 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა მეხუთედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ შეჯიბრში და 26-ე ადგილი დაიკავა.