ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპულ თამაშებზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ქალდანი (-73 კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედალს ინა ქალდანი (-70 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუკრი მიღრიჯანაშვილმა, ზურაბ ზურაბიანმა (ორივე 60 კგ) და ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.

საქართველოს პარანაკრები, ტურნირზე სადაც 45 ქვეყნის 1,500 პარაათლეტი ასპარეზობს, 6 მედლით მესამე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები