საქართველოს ნაკრებმა ევროპის წოლჭიმის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გამართულ ევროპის წოლჭიმის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ცოტნე ბეჟაშვილი და თორნიკე პაატაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს ჯაბა სეფიაშვილი და ლევან მთიულიშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები სოფიკო კვანჭიანმა, ლევან გილიგაშვილმა და გიორგი ბეჟაშვილმა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები