პროექტი „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ გრძელდება

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო “ადანასური” იამაგუჩის პრეფექტურის გუბერნატორს, ცუგუმასა მურაოკას, ხოლო ქართული ღვინო “კოლოში” ფუკუოკას პრეფექტურის ვიცე გუბერნატორს, აკიე ომაგარის გადასცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურის იაპონიის რეგიონებში პოპულარიზებას ისახავს.

ფუკუოკა და იამაგუჩი მე-16 პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები