პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი ევროპის ჩემპიონია
8 აგვისტოს, როტერდამში, სტარტი აიღო ევროპის ზაფხულის პარალიმპიურმა თამაშებმა.
ტურნირის პირველივე დღეს პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (J2-73კგ) პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონი გახდა.
პარაძიუდოისტები ზურაბ ზურაბიანი და ნუკრი მიღრიჯანაშვილი (J2-60კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრების 27 პარაათლეტი შეჯიბრებაზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (პარაძიუდო, პარასროლა, პარამშვილდოსნობა და პარატაეკვანდო) მონაწილეობს.