ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა. ინფორმაციას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული კედლის გახსნას ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები დაესწრნენ.
„ეროვნულ ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი ანწუხელიძის კედელი გავხსენით გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, რომელსაც მალე ჩვენი ოსტატი თენგიზ მოდუ გააფორმებს“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე წელია არსებობს დამოუკიდებლობის დარბაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორიას ასახავს. ამ დარბაზში არის საქართველოს მავთულხლართებით დაფარული სიმბოლური რუკა და სწორედ იმ კედელს, სადაც ეს რუკაა განთავსებული, აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა.