ქართველმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ კუნძულ კორსიკაზე სოლო კონცერტი გამართა

კუნძულ კორსიკის ულამაზეს ქალაქ სარტენში ყოველწლიურად ტარდება   საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც  მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული მუსიკოსები სტუმრობენ.

2023 წლის 27 ივლისს, ფესტივალზე სოლო კონცერტით მიწვეული იყო აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე კონცერტმაისტერ ეკატერინე გოგოლიძესთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, ნინო სურგულაძე  პირველი ქალი შემსრულებელია, რომელიც კორსიკას ესტუმრა.

პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო  იყო. მუსიკოსებმა წარმოადგინეს როგორც ცნობილი საოპერო არიები, ასევე რომანსები და სიმღერები,  მათ შორის ქართული და კორსიკული ნაწარმოებები.

„საოცარი საღამო,  სოლო კონცერტი  კორსიკაში! 😊 ურთულესი და მრავალფეროვანი პროგრამა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართული მუსიკა. სუპერ თბილი და კულტურული მაყურებელი, ჩემი პარტნიორი როიალთან საოცარი მუსიკოსი ეკატერინე გოგოლიძე!

კორსიკა და საქართველო როგორ საოცრად გავს ერთმანეთს, ბუნებით, მუსიკით, ხალხით, ემოციით და სითბოთი!

დიდი მადლობა კორსიკას ასეთი თბილი მიღებისთვის! მიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდით და გავერთიანდით უკვდავი მუსიკალური ჰანგების საშუალებით❤️“, – განაცხადა ნინო სურგულაძემ.

კონცერტში ასევე მონაწილეობდა ფესტივალის მასპინძელი, მსოფლიოში აღიარებული გუნდი “სარტენი”.

 კონცერტმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები