მათე გველესიანი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე დღეს ძიუდოისტი, მათე გველესიანი (-66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. ორ-ორი ვაზარით მოუგო პოლონელ და სლოვაკ მეტოქეებს, თითო ვაზარით დაამარცხა ჩეხი და აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეებიც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ხორვატი ლუკა კატიჩი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა, მათე გველესიანს წმინდა გამარჯვება ჩაეთვალა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.

მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები