30 ივლისიდან ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში
30 ივლისიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ, ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება. ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$ შეადგენს.
ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 6 ქართველია.
ნანა ძაგნიძე (2511)
ბელა ხოტენაშვილი (2475)
ნინო ბაციაშვილი (2474)
მერი არაბიძე (2451)
ლელა ჯავახიშვილი (2439)
სალომე მელია (2377)
მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე 5 ქართველი მოჭადრაკე მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას, პირველ წრეში მხოლოდ სალომე მელია ითამაშებს და მისი მეტოქე -ბრაზილიელი კატი ლიბრელატო (2182) იქნება.
ქალთა ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ჟუ ვენჟუნი (2564); ალექსანდრა გორიაჩკინა (2557); ჰამპი კონერუ (2553).
ვაჟთა შორის 206 მონაწილეა და საქართველოს სახელით 3 დიდოსტატი ითამაშებს.
ლევან ფანცულაია (2564)
მიხეილ მჭედლიშვილი (2561)
ლუკა პაიჭაძე (2531);
ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები პირველ წრეში იქნებიან:
რინატ ჯუმაბალიევი (ყაზახეთი; 2589) – პაიჭაძე
ტომას ლაურასასი (ლიეტუვა;2566) – მჭედლიშვილი
ფანცულაია – ჰარშა ბარაჰაკოტი (ინდოეთი;2563)
ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებს: მაგნუს კარლსენის (2835), ჰიკარუ ნაკამურას (2787) და ფაბიანო კარუანას (2782) მონაწილეობა.
თითოეული მიკრომატჩი ორი პარტიისგან შედგება, ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობა დამატებით ტაი-ბრეიქში გაირკვევა.
პირველი წრე – 30 -31 ივლისი, 1 აგვისტო;
მეორე წრე – 2-4 აგვისტო;
მესამე წრე – 5 – 7 აგვისტო;
დასვენების დღე – 8 აგვისტო;
მეოთხე წრე – 9 – 11 აგვისტო;
მეხუთე წრე – 12 – 14 აგვისტო;
მეექვსე წრე – 15 – 17 აგვისტო;
დასვენების დღე – 18 აგვისტო;
მეშვიდე წრე – 19 – 21 აგვისტო;
ფინალური მატჩი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება 22-24 აგვისტოს;
ასპარეზობის საზეიმოდ 24 აგვისტოს დაიხურება.