საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა
სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. ტურის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ტურის ფარგლებში, თბილისში, სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.