ჭაბუკა ჭიღლაძე და ბაგრატ ჟღენტი მსოფლიო რეკორდსმენები არიან

ბათუმში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ქართველმა სპორტსმენებმა ბაგრატ ჟღენტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ 15 ვაგონი, ჯამში 375 ტონა და 700 კგ  ბეჭებით 2 მეტრზე გასწიეს.

ამით ბაგრატ ჟღენტმა საკუთარი რეკორდი 10 ვაგონი გააუმჯობესა. ჭაბუკა ჭიღლაძისთვის ეს პირველი რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ ჭაბუკა ჭიღლაძე 21 და 22 ივლისს უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები