კიოტოს სანგიოს უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექციის მოსასმენად ასზე მეტი სტუდენტი შეიკრიბა

კიოტოს სანგიოს უნივერსიტეტის (Kyoto Sangyo University) მიწვევით საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, საელჩოს თანამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან ერთად, საქართველოს კულტურის, ისტორიის, ეკონომიკური პოტენციალის, იაპონია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ლექცია გამართა.

1 საათიანი ლექციის შემდეგ მსმენელებსა და მომხსენებლებს შორის აქტიური კითხვა-პასუხი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ ლექციის მოსასმენად ასზე მეტი სტუდენტი და რამდენიმე პროფესორი შეიკრიბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები