“Air Baltic” მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს
ავიაკომპანია “Air Baltic” მგზავრებს ბათუმში მოგზაურობის 10 მიზეზს უზიარებს. კომპანიის საბორტო ჟურნალში ბათუმის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომზადებული სტატიები ივნისი, ივლისისა და აგვისტოს პერიოდშია გამოქვეყნებული. სტატიებში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები.
ავიაკომპანია „Air Baltic” 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. მათ შორისაა პირდაპირი ფრენები რიგიდან ბათუმის მიმართულებით, რომელიც გასული წლის ზაფხულს პირველად შესრულდა და წელს ივლისის ბოლოდან განახლდება. ჟურნალი „Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა.