საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გრაცში ევროპის თასზე ჯამში 9 მედალი მოიპოვა
ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრების მეორე დღეს 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქრო – ლუკა ბაბუციძე (-81კგ), მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ), შალვა გურეშიძე (+100კგ);
ვერცხლი – უჩა ტაბატაძე (+100კგ);
ბრინჯაო – ალექსანდრე ლოლაძე (-81კგ), თამაზ კობერიძე (-90კგ).
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გრაცში ევროპის თასზე ჯამში 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და გოგონათა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.