მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმს “ჯადოსნური მთა” “ვერცხლის გარგარი” გადაეცა

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” კინოფესტივალ “ოქროს გარგარის” ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ფილმს ფესტივალის ჯილდო – “ვერცხლის გარგარი” გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ წელს, სომხეთში, საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოქროს გარგარი” სულ 3 ქართული ფილმის ჩვენება შედგა: “ჯადოსნური მთა” (რეჟ. მარიამ ჭაჭია და ნიკ ვოიგთი), “დრამერი” (რეჟ. კოტე კალანდაძე) და “მშვენიერი ელენე” (რეჟ. გიორგი ოვაშვილი).

სამივე ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ფილმების პარალელურად, ქართული პროექტები მონაწილეობდა ფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებებშიც, სადაც მაკა გოგალაძის პროექტი “რაც თავი მახსოვს” დაჯილდოვდა Baltic to Black Sea Documentary Network – B2B Doc-ის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები