ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის ქართველმა ძიუდოისტებმა შეჯიბრების პირველ დღეს 3 მედალი მოიპოვეს

ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრების პირველ დღეს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებული -73კგ წონით კატეგორიაში გიორგი ლოლაძე გახდა. ბრინჯაოს მედლებს თომა გელაშვილი (-60კგ)  და ალეკო კასრაძე (-66კგ) დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები