ბუდაპეშტის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე რამაზ სილაგავა ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ბუდაპეშტის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე – პოლიაკ იმრესა და ვარგა იანოშის მემორიალზე გუშინ 55, 60 და 63 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. რამაზ სილაგავა (55 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ფრიდონ აბულაძე (60 კგ) შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ლერი აბულაძემ (63 კგ) კი ვარჯიშისას მიღებული მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო ჭიდაობა.
დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლები გათამაშდება დარჩენილ შვიდ წონით კატეგორიაში: 67, 72, 77, 82, 87, 97 და 130 კილოგრამებში.
დღეს საქართველოს სახელით იჭიდავებენ:
67 კგ – ჯონი ხეცურიანი და დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ – ოთარ აბულაძე
77 კგ – იური ლომაძე და საჩინო დავითაია
82 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – გურამ ხეცურიანი
97 კგ – ლაშა ტვილდიანი
130 კგ – იაკობ ქაჯაია
#ქართულიკვირა #ჭიდაობა