ზურაბ ცინცაძე კარიერას KS Azoty-Puławy-ში განაგრძობს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე კარიერას პოლონურ კლუბ KS Azoty-Puławy S.A.-ში განაგრძობს. გასულ სეზონში იგი ჩრდილოეთ მაკედონიური ოჰრიდის ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე პრილეპში თამაშობდა.

KS Azoty-Puławy 1975 წელს შეიქმნა და პოლონეთის სუპერლიგაში ასპარეზობს. გუნდი 6-ჯერ არის პოლონეთის ბრინჯაოს პრიზიორი, ერთხელ პოლონეთის თასის ვერცხლის და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. გასულ სეზონში Azoty-Puławy-მ მეექვსე ადგილი დაიკავა და მომდევნო წელს მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები