კახეთში ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი გაიხსნა

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი გაიხსნა.

18 კმ სიგრძის წრიული ბილიკი, საინფორმაციო დაფების საშუალებით, ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს  ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაეცნონ. ბილიკი კეთილმოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის მოწყობილია სარეინჯერო კოტეჯი.

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები