მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა კიდევ 6 მედალი მოიპოვეს
მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 -წლამდელთა (96 კგ.) შორის ჯაბა ტყეშელაშვილმა თავის სადებიუტო გამოსვლაში წარმატებას მიაღწია.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 109 / 113 / 116 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ტყეშელაშვილმა აკვრაში თავი 137 / 144 / 147 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ორჭიდში მოგროვილი 263 კილოგრამით კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
ასევე წარმატებული გამოდგა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდე გოგონათა შორის (76 კგ.) ნანა ხორავას სადებიუტო გამოსვლა.
ქართველმა გოგონამ ქალთა გუნდს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მედლები მოუტანა.
ძალოსანმა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 78 / 81 / 86 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ნანა ხორავამ აკვრაში თავი 98 / 103 / 108 კილოგრამს გაართვა და აქაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 194 კილოგრამითაც,