საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო “უსახელაური” ტომიკაძუ ფუკუდას გადასცა
საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო “უსახელაური” ტოჩიგის პრეფექტურის გუბერნატორს, ტომიკაძუ ფუკუდას გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურის იაპონიის რეგიონებში პოპულარიზებას ისახავს.