“ლალი ხვედელიანის იდუმალება” – მწერალთა სახლში პოეტის პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

მწერალთა სახლში პოეტ ლალი ხვედელიანის პირველი კრებულის – „ლალი ხვედელიანის იდუმალება“ – პრეზენტაცია შედგება. ღონისძიება 8 ივლისს, 18 საათზე  გაიმართება.

ეს მისი შემოქმედების ამსახველი სრულყოფილი კრებულია. მასში პოეტის ქართული, რუსული, გერმანული და საბავშვო ლექსები. ასევე ქალბატონი ლალის დიზაინერული ნამუშევრების ფოტოები და ნახატები. ამას გარდა, პოეტის მამის, მხატვარ შოთა ხვედელიანის მხატვრული ტილოებიც შევიდა.

ლალი ხვედელიანი – პროფესიონალი პიანისტი და გერმანისტი, წარსულში ცნობილი ტელე სახეა, მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დიქტორად, სხვადასხვა დროს მიჰყავდა სატელევიზიო გადაცემები. ლექსების წერა მოულოდნელად და ერთდროულად სამ ენაზე დაიწყო. დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებში აქტიურადაა ჩართული, 2011 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები