ისტორიაში პირველად „შავი ლომი“ 2023-24 წლების Challenge Cup-ზე იასპარეზებს
კლუბი „შავი ლომი“ 2023-24 წლების Challenge Cup-ზე ითამაშებს.
„შავი ლომი“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
„ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის” ეგიდით გასამართ ტურნირში მონაწილეობას მომავალ სეზონში 24 გუნდი მიიღებს.