ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია
პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმალში, მერვედფინალში გერმანელ ჰატერთან იფარიკავა და მოუგო ანგარიშით 15:5, ოთხში დაამარცხა ჩინელი მოწინააღმდეგე აო 15:6, ნახევარფინალშიც ხეცურიანმა ჩინელ ქსიაოს აჯობა ანგარიშით 15:12, ფინალური ბრძოლა კი დათმო იტალიელ პასკუინოსთან 11:15 და მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი მიმდინარე ტურნირზე განაგრძობს ასპარეზობას. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი ხვალ რაპირით იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.