ესპანელი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი ვალერია მაილსი მწერალთა სახლში საჯარო ლექციას გამართავს
მწერალთა სახლის ორგანიზებით, 11 ივლისს 18.00 საათზე, ესპანელი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი ვალერია მაილსი საჯარო ლექციას გამართავს ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებისა და თარგმანის ხელოვნების შესახებ – “სიტყვების ქსოვა: თარგმანის მაგია ბორხესის შემოქმედებაში”.
ვალერია მაილსი არის ესპანურენოვანი ჟურნალის Granta-ს თანადამაარსებელი და მისი ერთ-ერთი სვეტის რედაქტორი; პრესტიჟული უნივერსიტეტების – იელისა და პომპეუ ფაბრას პროფესორი, the Dublin Literature Prize-ის ფინალისტი, ასევე PEN Translates Award-ის მფლობელი ბოლოდროინდელი თარგმანისთვის: მილენა ბოსკეტსის რომანი “ესეც ჩაივლის”.
ღონისძიებას ქართულ ენაზე თარგმნის და მოდერაციას გაუწევს ლანა კალანდია.
დასწრება თავისუფალია.