ლუკა ლომაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  დასრულდა ასპარეზობა 61 კგ, წონით კატეგორიაში (Г17), სადაც საქართველოს ნაკრებიდან  ლუკა ლომაშვილმა იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავი 101 / 108 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა.

ლომაშვილმა აკვრაში 128 / 131  კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ძალოსანმა ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 239 კილოგრამითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები