მწერალთა სახლში მაშა გესენისა და ანდრეი ბაბიცკის დისკუსია გაიმართება
5 ივლისს, 19.00 საათზე, მწერალთა სახლში მაშა გესენისა და ანდრეი ბაბიცკის დისკუსია „რა გავაკეთოთ, როცა გასაკეთებელი არაფერია“ გაიმართება.
მაშა გესენი არის The New Yorker ჟურნალის მწერალი, ნიუ იორკის City University-ს კრეიგ ნიუმარკის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლის პროფესორი და ათეულობით წიგნის ავტორი. მისმა წიგნმა „მომავალი ისტორიაა: როგორ მოიცვა ტოტალიტარიზმმა რუსეთი“ მიიღო აშშ-ის „ეროვნული წიგნის ჯილდო” და ლაიფციგის წიგნის ფესტივალის პრემია.
ანდრეი ბაბიცკი ჟურნალისტი და რეპორტიორია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროში. ამჟამად, ბაბიცკი უძღვება პოდკასტს ომისა და მორალური კატასტროფის შესახებ.