ვახტანგ გვენეტაძე სწავლას იტალიაში, Luiss Business School-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) მეოთხე კურსის სტუდენტი ვახტანგ გვენეტაძე იტალიაში, Luiss Business School-ის სამაგისტრო პროგრამაზე – Master Of Financial Management – Corporate Finance გააგრძელებს სწავლას.
ვახტანგმა შეთავაზება მიიღო აგრეთვე Sapienza University Of Rome, Milan Universita Cattolica Del Sacro Cuore, Budapest Business School-ისგან, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მაინც Luiss Business School-ზე შეაჩერა, რადგან ევროპაში ამ მიმართულებით საკმაოდ პრესტიჟული უნივერსიტეტია და დასაქმების პერსპექტივებიც უფრო მაღალია.
სამომავლოდ, ვახტანგს სურს რომელიმე საერთაშორისო კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმება და საბოლოოდ კი საკუთარი კომპანიის დაფუძნება და მართვა.