ანკარაში ქართული ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა

29 ივნისს, თურქეთის ქ. ბალიქესირის რაიონ სოფ. ჯუმჰურიეთის განვითარების, კეთილმოწყობისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებითა და ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, გაიმართა ქართული ფოლკლორული ფესტივალი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ისტორიული კავშირების მნიშვნელობაზე. დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ბალიქესირის რაიონ სოფ. ჯუმჰურიეთის განვითარების, კეთილმოწყობისა და კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელს გადასცა მადლობის სიგელი.

ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, დაეგემოვნებინა ქართული კერძები და გამაგრილებელი სასმელები. ასევე, ღონისძიებაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა შეასრულეს ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები