20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
გორ აივაზიანმა 20-წლამდელთა ნაკრებში, სადებიუტო ევროპირველობაზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალს დაეუფლა. შარშან აივაზიანი 17-წლამდელთა შორის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ანრი ხოზრევანიძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. შარშან 17-წლამდელთა შორის, წლეულს – 20-წლამდელებში. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში სომეხი აგაჯანიანი 6:1 დაამარცხა.
აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია. ბოლქვაძემ ფინალში ფინელი სარკინენი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
პირველი ადგილისთვის იჭიდავა ნიკა ბროლაძემაც (67კგ), მაგრამ ქართველი თურქ სარიართან დარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალურ ბლოკში კიდევ ერთმა ქართველმა, დათა ჩხაიძემ (82კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეიდან, კომპოსტელაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან საქმეში.
საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ტრადიციულად, სრული შემადგენლობით გამოვა.