ევროპულ თამაშებზე ქართველმა სუმოისტებმა 2 ოქროს და 3  ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ისტორიული გამოდგა ევროპის თამაშების დასკვნითი დღე ქართული სუმოსთვის. ქართველმა სუმოისტებმა 2 ოქროს და 3  ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბადრი ხატისკაცი  გახდა,ბრინჯაო ლაშა ჯელაძეს ერგო.

+ 115 წონით კატეგორიაში სპორტსმენებმა ადგილები გაცვალეს, ჯელაძე ჩემპიონი გახდა, ხატისკაცი ბრინჯაოს დაეუფლა.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც ბადრი ხატისკაცი, ლაშა ჯელაძე, საბა გამთენაძე, კობა მალაყმაძე  ასპარეზობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები