ანა ჯიშკარიანის ისტორია გრძელდება

ამსტერდამის უნივერსიტეტმა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი – ანა ჯიშკარიანი აირჩია უნივერსიტეტის ელჩად და უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების სახედ და ბანერებზე, სოც. მედიაში და აშ. განათავსებს.

ბანერზე დედისადმი მიძღვნილი ტექსტი წერია: “დედა შეხედე, მე გარეკანზე ვარ” (look mom, I made the cover”)

და აქვეა მეორე წარწერა –  “მე მომავალი ვარ”.

შეგახსენებთ, რომ ანა ჯიშკარიანმა ამსტერდამის უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესს ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლა 2021 წელს დაიწყო. 80%-იანი, ყველაზე მაღალი დაფინანსების მოპოვება შეძლო და საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა. მანამდე დამთავრებული ჰქონდა საერთაშორისო „ახალი სკოლა“, რომელმაც, როგორც თავად გვითხრა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. ასევე შვეიცარიაში, მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტზე სწავლობდა, შესაბამისად ახალ, საერთაშორისო გარემოსთან ადაპტირება არ გასჭირვებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები