თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში „ჩინური ენის ხიდის“ სტუდენტური კონკურსის მე-14 შესარჩევი ეტაპი ჩატარდა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსში „ჩინური ენის ხიდის“ სტუდენტური კონკურსის მე-14 შესარჩევი ეტაპი ჩატარდა.

კონკურსის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები გახდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტები:

I ადგილი – სანდრო წერეთელი

II ადგილი – მარიამ ხუჭუა და ქეთევან ჭიჭიბოშვილი

III ადგილი – მარიამ რეხვიაშვილი, მარიტა ბასილაძე და თამარ ლომიძე

კონკურსის გამარჯვებული ჩინეთში გაემგზავრება და „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ ეტაპზე საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსის ბოლოს გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართულენოვანი ესეების კონკურსებისა და ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები