დღეს კრაკოვში საზეიმოდ გაიხსნება მესამე ევროპული თამაშები

დღეს, პოლონეთის რესპუბლიკის ქ. კრაკოვში, საზეიმოდ გაიხსნება მესამე ევროპული თამაშები, რომლებიც 21.06.2023 – 02.07.2023-მდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ღონისძიებაში, 16 ოლიმპიურ სახეობაში, 107-ი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს.

მესამე ევროპული თამაშები წარმოადგენს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირს, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის 11 ქალაქში ჩატარდება.

როგორც მოგახსენეთ, მესამე ევროპული თამაშები – “კრაკოვი-მალოპოლსკა 2023” ოფიციალურად დღეს საღამოს გაიხსნება, თუმცა რამდენიმე სახეობაში უკვე დაიწყო ასპარეზობები და სარბიელზე ქართველი სპორტსმენებიც ვიხილეთ.

ევროპის მძლეოსნობის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შეთანხმებით, მძლეოსანთა გუნდური ჩემპიონატი ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაშია.

2021 წლის გუნდური ევროჩემპიონატის შედეგებით სამი დივიზიონი შეიქმნა და საქართველო მესამე დივიზიონში მოხვდა, სადაც  ცამეტი ქვეყნა იღებს მონაწილეობას.

12 დისციპლინის შემდეგ საქართველო 15 მონაწილეს შორის 97 ქულით მე-6 ადგილზეა.

ჩვენ ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა – 15, ბირთვის მკვრელმა სოფიკო შათირიშვილმა მოუტანა, რომელმაც ბირთვი 15.86 მეტრზე კრა და სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სოფიკომ თერთმეტ მონაწილეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.

ვაჟ სამხტომელთა შორის 15.91 მეტრით მესამე ადგილზე გავიდა ლაშა ღულელაური. ის სომეხ ლევონ აღასიანს და აზერბაიჯანის წარმომადგენელს ალექსის კოპელოს ჩამორჩა.

სხვა ქართველი მძლეოსნების დღევანდელი შედეგები ასეთია:

ვაჟები

100მ: მინდია ენდელაძე – 10.56 წამი (IV ადგილი) – პირადი რეკორდი

400მ: ლუკა ყუფუნია – 50.59 წამი (XIII) – სეზონის საუკეთესო შედეგი

800მ: თემურ მამედოვი – 1:57.19 წუთი (IX) -სეზონის საუკეთესო შედეგი

3000მ წინაღობებით: გიორგი ლომიძე – 9:54.95 წუთი (VII) – პირადი რეკორდი

ჭოკით ხტომა: ლაშა ქარქუსაშვილი – 3.70 მეტრი (VII) – სეზონის საუკეთესო შედეგი

გოგონები

400მ: ანა სოხაძე – 58.94 წამი (XII) – პირადი რეკორდი

5000მ: ასია ჩარუხჩიანი – 22:03.81 წუთი (XIV) -სეზონის საუკეთესო შედეგი

ბადროს ტყორცნა: ნინო წიქვაძე – 30.75 მეტრი (VIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი

უროს ტყორცნა: ნინო წიქვაძე – 53.52 მეტრი (V) – სეზონის საუკეთესო შედეგი

21 და 22 ივნისს მძლეოსნები პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 25 დისციპლინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც ქულები დაჯამდება და მესამე დივიზიონის სამი უძლიერესი გუნდიც გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები