AlterVision – Tbilisi Open Air 2023-ის ფესტივალზე შვედი-ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი საბინა ჭანტურია იმღერებს

შაბათს, 24 ივნისს, AlterVision – Tbilisi Open Air 2023-ის ფესტივალზე თავის ქართულ ბენდთან ერთად დაუკრავს და იმღერებს შვედი-ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი საბინა ჭანტურია.

საბინამ ახლახან გამოაქვეყნა თავისი ახალი სინგლი და მუსიკალური ვიდეო Echoes, რომელიც ჩაწერილია ლოს-ანჯელესში. ახალ სინგლში საბინასთვის უკრავენ მსოფლიო დონის მუსიკოსები, როგორიცაა დრამერი კენი არონოფი (რომელიც ასევე უკრავდა მიკ ჯაგერთან, პოლ მაკარტნისთან და სხვებთან), დაგ პეტიბონი გიტარაზე (უკრავდა ლუსინდა უილიამსთან და სხვ.) და ბასისტი იორგენ კარლსონი. ახალი სინგლი უკვე გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე.

საბინა ჭანტურიას მუსიკა გადაიცემა სხვადასხვა ქვეყნების რადიოში, უპირველეს ყოვლისა, ბრიტანულ და ამერიკულ რადიო არხებზე.  საბინა ასევე იყო ევროვიზიის 2017 წლის საქართველოს ეროვნული შერჩევის ერთ-ერთი ფინალისტი.  2011 წელს ის აირჩიეს ჰოლივუდში საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილედ. საბინა გამოდის რადიოსა და ტელევიზიაში და თანამშრომლობს შვედ, საერთაშორისო და ქართველ მუსიკალურ პროდიუსერებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები