თამარ ოთანაძე ფესტივალზე “Accademia Rossiniana” გაემგზავრება

კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული (სოლო აკადემიური სიმღერა) თამარ ოთანაძე, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს იტალიაში Conservatorio Bruno Madena di Cesena-ში, წარმატებული სასწავლო წლის შემდეგ, მოსმენის შედეგად 280 მონაწილეს შორის შეირჩა და ცნობილ ფესტივალზე  “Accademia Rossiniana” გაემგზავრება.

იგი იმღერებს კონცერტებზე და ასევე დამტკიცებულია როლზე (Corrina) როსინის ოპერაში “Il Viaggo a Reims”.

როსინის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი Juan-Diego Florez-ია, რომელთანაც შერჩეული ახალგაზრდები იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები