ისრაელში ქართული დიასპორის სკოლა “მამული”-ს და ანსამბლი ფესვების მოსწავლეები იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოფილე მესამემ მიიღო და დალოცა
17 ივნისს, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისრაელში ქართული დიასპორის სკოლა “მამული”-ს და ანსამბლი ფესვების მოსწავლეები იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობა თეოფილე მესამემ მიიღო და დალოცა.
„ის საოცარი სითბო და კეთილი დამოკიდებულება, რაც იერუსალიმის პატრიარქმა ქართველ ბავშვებს უწილადა, მათთვის მრავალი წლის მანძილზე დასამახსოვრებელი და გულით სატარებელი იქნება.
იერუსალიმის პატრიარქს ჯვარის მონასტრის წინამძღვრის – წმინდა მოწამე ლუკა იერუსალიმელის (მუხაისძე აბაშიძე) ხატი გადავეცით. წელს, 27 ივნისს (10 ივლისი) ლუკა იერუსალიმელის წამებიდან 750 წელი სრულდება.
მადლობა მის უნეტარესობა თეოფილეს მამობრივი სითბოსა და მინიჭებული სიხარულისთვის! ❤️“,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.