“Cairns Cup”- ს გათამაშებაზე ბელა ხოტენაშვილი მესამე ადგილზე გავიდა

ბელა ხოტენაშვილმა სენტ-ლუისში დასრულებულ “Cairns Cup”- ს გათამაშებაზე შესანიშნავად იასპარეზა.

ქართველმა დიდოსტატმა 8-იდან 4,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

დასკვნით ტურში გაიმარჯვა ნანა ძაგნიძემ და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. ანა ზატონსკიხი (აშშ) – 6
  2. ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) – 5
  3. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 4,5
  4. ირინა კრაში (აშშ) – 4,5
  5. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 4
  6. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – 3,5
  7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 3,5
  8. გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი) – 3
  9. ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი) – 2
  10. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 0

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები