პურმარინის თეატრის სცენაზე ქართული სამოყვარულო თეატრალური დასის „ათინათის“ სპექტაკლის პრემიერა შედგა
ქ. პურმერენდის პურმარინის თეატრის სცენაზე შედგა ქართული სამოყვარულო თეატრალური დასის „ათინათის“ მორიგი სპექტაკლის პრემიერა, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალის“ მიხედვით, რომლის რეჟისორი ბადრი წერედიანია.
სპექტაკლი ქართულ ენაზე დაიდგა და წარიმართა ნიდერლანდური სუბტიტრებით, რითაც ნიდერლანდელ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა საკუთარ ენაზე გასცნობოდა ქართველი კლასიკოსის უკვდავ გმირებსა და მის ნაწარმოებში წარმოჩენილ სამყაროს.
ნიდერლანდების სამეფოში სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ 2021 წელს თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა.
ახლო მომავალში თეატრი „ათინათი“ „სამანიშვილის დედინაცვალს“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარადგენს.