17-18 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში, 17-18 ივნისს გამართავს. „გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.

„გემო ფესტი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტროტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, ქართული სთრითფუდის შექმნას და ბაზარზე დამკვიდრებას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, გამოცდილი შეფმზარეულები მონაწილეებს შეარჩევენ და მასტერკლასებს ჩაუტარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები