12, 13 და 15 ივნისს კონსერვატორიაში მასტერკლასები გაიმართება

12 – 16 ივნისს ესპანეთიდან, ბასკეთის მუსიკის აკადემიიდან თბილისის კონსერვატორიას ეწვევა პროფესორი კარსტენ დობერი, რომელიც 12, 13 ივნისს, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში, კამერული მუსიკის მიმართულებით მასტერკლასს ჩაატარებს.

15 ივნისს კი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მასტერკლასს გამართავს მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო საოპერო თეატრების სცენებზე წამყვანი პარტიების შემსრულებელი გიორგი გაგნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები