პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ გრან-პრი მოიპოვა
პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლმა “საქართველო” გრან-პრი და მაყურებელთა სიმპათია მოიპოვა.
პოლონეთის თეატრალურ ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ ისეთი ქვეყნების თეატრები როგორიცაა: პოლონეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, კანადა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, ხორვატია და უკრაინა.
„პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე 🎭სადაც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი წამყვანი ქვეყნები როგორებიცაა: პოლონეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, კანადა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სლოვენია, ხორვატია, უკრაინა საქართველომ საუკეთესო სპექტაკლის ტიტული მოიპოვა🥁 და საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება გრან-პრით 🏆 გვიბრუნდება ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით “საქართველო” 🫏🦋
სპექტაკლი ასევე გახდა მაყურებლის სიმპათია.
ვულოცავთ გაერთიანებას ამ დიდ წარმატებას“, – ნათქვამია თოჯინების თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.